საზოგადოება
01/06/2022

საქართველოში ფილტვების და მუცლის ღრუს პოსტკოვიდური დიაგნოსტიკა გერმანული პროტოკოლით ჩატარდება

„დოიჩეს დიაგნოსტიკუმის“ მოწვევით საქართველოს ესტუმრება და ექოსკოპიურ სადიაგნოსტიკო კვლევებს ჩაატარებს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის, კლინიკუმ გროსჰადერნის სონოგრაფიის ცენტრის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი დირკ ანდრე კლევერტი.

ეს იქნება საქართველოში პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანული პროტოკოლით, შესაძლებელი გახდება ფილტვების და მუცლის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკა „პოსტ კოვიდ“ და „ლონგ კოვიდ“ შემთხვევებში.

“დოიჩეს დიაგნოსტიკუმი“ არის პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო მომსახურებას ქვეყნიდან გაუსვლელად.

მაღალი ხარისხის ლაბორატორიული კვლევებით, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკით და გერმანული სიზუსტის ანალიზებით, კლინიკა პაციენტებს პირველადი დაშვების შეხვედრას სთავაზობს გერმანელ ექიმებთან, რაც კომპლექსური დიაგნოზისთვის, პაციენტს, ალტერნატიული, ზუსტი დასკვნის შესაძლებლობას აძლევს.

ტელემედიცინის უპრეცენდენტო შესაძლებლობაზე საქართველოში, მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გრიგოლია ზრუნავს.

კვლევები ჩატარდება 3 ივნისს, დილის 10 საათიდან, „დოიჩეს დიაგნოსტიკუმის“ კლინიკაში – ილია ჭავჭავაძის გამზირი #47.

კვლევები ასევე მოიცავს შემდეგ ულტრასონოგრაფიულ დიაგნოსტიკას:

·         ფარისებრი ჯირკვალი;

·         კისრის მიდამო;

·         გულმკერდი და ფილტვები;

·         მუცლის ღრუ;

·         რბილი ქსოვილები;

·         ლიმფური სისტემა და ე.წ. დოპლერ-ულტრასონოგრაფიული კვლევები ცენტრალური და პერიფერიული სისხლძარღვებზე, მათ შორის ზედა და ქვედა კიდურებზე;

·         სისხლძარღვების დოპლერული დიაგნოსტიკა თრომბოზების და სხვა პათოლოგიების გამოსავლენად.

 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023