საზოგადოება
04/04/2023

საქართველოში პროფესიონალი შემდუღებლების დეფიციტია - "ხელფასი 3200 ლარამდე გვაქვს"

საქართველოში, ისევე როგორც თითქმის ყველა სექტორში, გადამამუშავებელ მრეწველობაშიც კადრების დეფიციტზე საუბრობენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სააქციო საზოგადოება „სარინის“ დირექტორმა, იუზა ჩუბინიძემ განუცხადა, მის საწარმოში შემდუღებლების დეფიციტია.

„ინტერესი ჩვენს სფეროში დასაქმების კუთხით არსებობს, თუმცა ქვეყანაში აღარ არის პროფესიული სასწავლებლები, შესაბამისად, ბაზარზე კვალიფიციური შემდუღებლების დეფიციტია, ვგულისხმობ დიპლომირებულ შემდუღებლებს, თორემ ისე ყველა ეძახის თავის თავს შემდუღებელს. ამიტომ, გვიწევს კადრების ადგილზევე გადამზადება და გამოზრდა. ჩემი პრაქტიკის მანძილზე, 10 ისეთი შემდუღებელი მყავს ამ საწარმოში გაზრდილი, რომ უმაღლეს დონეზე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში იმუშავებენ“, - აღნიშნა იუზა ჩუბინიძემ.

კომპანია „სარინის“ დირექტორმა კვალიფიციური მუშა-ხელის გარდა, კიდევ ერთ გამოწვევად კადრების ქვეყნიდან გადინებაც დაასახელა. „ვისაც კი შესაძლებლობა მიეცა, ყველა მიდის ამ ქვეყნიდან, შედეგად, იქმნება კადრების დეფიციტი“, - აღნიშნა იუზა ჩუბინიძემ.

„სარინის“ დირექტორი ხელფასების საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ გადამამუშავებელ მრეწველობაში ანაზღაურება 500-დან 3000 ლარამდე მერყეობს.

„შემიძლია ჩემი საწარმოს მაგალითზე გითხრათ, რომ ჩვენთან მინიმალური ხელფასი 500 ლარიდან იწყება და გვყავს კადრები, რომლებიც 3200 ლარსაც კი გამოიმუშავებენ“, - განუმარტა „ბიზნესპარტნიორს“ ჩუბინიძემ.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „სარინი“ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის, 80 ადამიანს ასაქმებს. კომპანია ლითონის გადამუშავებითა და ლითონის კონსტრუქციების დამზადებით არის დაკავებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023