საზოგადოება
08/02/2022

საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნა

ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე დღეს, ოფიციალურად გაიხსნა.

აშშ-ში აკრედიტებული ვებსტერის უნივერსიტეტი, ახლა უკვე ადგილობრივადაც, ოფიციალურად ავტორიზებულია და სტუდენტების პირველ ნაკადს წელს ჩარიცხავს.
პროგრამები, რომლის განხორციელებას ფილიალი საქართველოში გეგმავს შემდეგია: საბაკალავრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი, მასკომუნიკაციები. სამაგისტრო საფეხური - საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება.

მომდევნო წლიდან კი აღნიშნულ ჩამონათვალს მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.

ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC)-ის მიერ, აკრედიტაცია ფარავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მსოფლიოს ყველა კამპუსში, საქართველოს ჩათვლით.

ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით პროგრამები აკრედიტებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი რანგის აკრედიტაციის ორგანოს, Accreditation Council for Business Schools and Programs (ACBSP)-ს მიერ.

საქართველოს ფილიალში ჩარიცხულ სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი ან რამდენიმე სემესტრი გაატარონ ვებსტერის უნივერსიტეტის მათთვის სასურველ კამპუსში, მსოფლიოს 50-მდე ლოკაციაზე და ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს.

ქართველი სტუდენტებისთვის საბაკალავრო პროგრამების წლიური საფასური $7 900 იქნება, სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური კი $8 600. ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის კი $8 900 და $9 600 შესაბამისად.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ვებსტერის უნივერსიტეტის აშშ-ს ოფისის გადაწყვეტილებით, პირველ წელს, საქართველოს ფილიალში ჩარიცხული სტუდენტები საჩუქრად მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას 1000 დოლარის ოდენობით.

9 თებერვლიდან, ვებსტერი საქართველოში საინფორმაციო შეხვედრებსა და ღია კარის დღეების ორგანიზებას იწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023