საზოგადოება
18/03/2020

სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და იუნკერები ელექტრონული პლატფორმით – Ilias სარგებლობენ.

აღნიშნულ რესურსზე სასწავლო მასალა – ელექტრონული წიგნები, საკითხავი მასალა და პრეზენტაციები იტვირთება. ლექციების დისტანციურად ჩატარებისას ეთა-ში, ასევე, გამოიყენება zoom-ის ვიდეოკონფერენციების აპლიკაცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშია აპრობირებული.

სამინისტროს ცნობით, ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი.

სასწავლო აკადემიური პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. დისტანციური სწავლებისათვის ლიცეუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული მეთოდით სარგებლობს. სასწავლო პროცესის მართვა „Miscrosoft Office 365″-ის Teams აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამა ინტერაქციული ხასიათის გაკვეთილების ჩატარების, დავალებების მიცემის, კითხვის დასმისა და მოსწავლეთა დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023