საზოგადოება
18/07/2023

სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო. ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის 14 დასახლებულ პუნქტში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე,  გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 138 301 გრძივი მეტრი გაზსადენი და  1 559 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2 555 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება. 

მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში. ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.

აღსანიშნია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი აირი მიიღო 771 დასახლებულმა პუნქტმა, ხოლო 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023