საზოგადოება
07/09/2023

სატრენაჟორო სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა - "მზიურის“ პარკს" 2.5 ჰექტარი დაემატება

თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„მზიურის პარკში, იმ არეალში, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სივრცე კერძო საკუთრება იყო და თბილისელებს მივეცით პირობა, რომ ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდებოდა. მიხარია, რომ მიმდინარეობს აღნიშნული სივრცის  მოწესრიგების, გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ პარკის ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდეს. დაახლოებით, 2,5 ჰექტარი დაემატება „მზიურის“ პარკს, სადაც მოეწყობა სატრენაჟორო სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, საპიკნიკე არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები:  ტერიტორიაზე უკვე დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება, ხოლო 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ბალახი.

სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ტოგონიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023