საზოგადოება
24/11/2021

სავაჭრო ცენტრები შავი პარასკევისთვის ემზადებიან - როგორ იმუშავებს "გალერია თბილისი"

სავაჭრო ცენტრებმა შავი პარასკევისთვის მზადება დაიწყეს. გლობალური ფასდაკლებების დღეს, ნოემბრის ბოლო პარასკევს საქართველოში არსებული ბრენდებიც უერთდებიან და მაღაზიები მომხმარებლების მაღალ აქტივობას ელოდებიან.

როგორც „გალერია თბილისის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, შავ პარასკევს, 26 ნოემბერს სავაჭრო ცენტრი განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.

„განსაკუთრებულ რეჟიმში ვიმუშავებთ. იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ნაკადები დღის განმავლობაში გადანაწილდეს. ჩვენი რეკომენდაციაც იქნება მომხმარებლისთვის რომ ერთდროულად არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშყერა ერთ სივრცეში. სწორედ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, "გალერია თბილისი" შავ პარასკევს ღამის 12 საათამდე იმუშავებს,“ - აღნიშნა ქეთა ახობაძემ.

მისივე განმარტებით, შავ პარასკევს მომხარებელთა აქტივობა საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება. რაც შეეხება კონკრეტულად ფასდაკლებებს, "გალერია თბილისში" წარმოდგენილი ბრენდები მომხარებლებს 50%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებენ.

„ზოგადად, წლიდან წლამდე იზრდება შავი პარასკევის პოპულარობა საქართველოში. მომხმარებლები სპეციალურდ ელოდებიან ამ დღეს საყიდლებისთვის. მანამდე არ აკეთებენ აქტიურ შესყიდვებს, რადგან იციან რომ მართლა განსაკუთრებული შეთავაზებები ელით. ბოლო პერიოდში, თვიდან თვემდე უმჯობესდება სიტუაცია სავაჭრო ცენტრებში და გაყიდვები იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს პრაქტიკულად ვუახლოვდებით. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ შავ პარასკევსაც მომხმარებელთა აქტივობა იქნება მაღალი,“ - განმარტა ქეთა ახობაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023