საზოგადოება
05/08/2023

შალვა პაპუაშვილი: უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის

უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„უცხო ქვეყნების მხრიდან დახმარების საჭიროება არ არის. ამაზე ადრეც ვსაუბრობდით ჩვენ, იყო სპეკულაციები, მათ შორის ვერტმფრენების თემაც, რომელიც დღემდე აქვთ. არ ყოფილა არცერთი სამაშველო ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდათ მაშველებს და რომელიც არ შესრულდა. იქნებოდა ეს ვერტმფრენების გამოყენება, ფიზიკური შესვლა თუ ტექნიკა - გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა და ტექნიკა, სამი სხვადასხვა მიმართულებით კეთდება შესასვლელი გზა. ასე რომ, საჭიროება არ არის. არავის არ ეთაკილება დახმარების თხოვნა, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს არის სამწუხარო აქციონიზმი, რომელიც ხანდახან გარკვეულ ჯგუფებს ჩვენს ქვეყანაში ახასიათებთ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, 24 ადამიანს კი ეძებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023