საზოგადოება
12/08/2022

შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტში

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ამერიკელ ფოტოდოკუმენტალისტ ჯონ სტენმეიერთან საჯარო შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა მარჯანიშვილის 7 ნომერში, 15 აგვისტოს 19:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ჯონ სტენმეიერის მიერ დაგროვილ გამოცდილებაზე, რომელიც მან ნამუშევრების შექმნის პროცესში შეიძინა. ასევე, ფოტოდოკუმენტალისტი მსმენელს მოუთხრობს თავის შემოქმედებაზე. ჯონ სტენმეიერი ამერიკელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოსააგენტო „VII” თანადამფუძნებელია. 15 წლის მანძილზე იგი ექსკლუზიურად თანამშრომლობდა National Geographic-თან, რა დროის მანძილზეც მან 19 განსხვავებულ ფოტოპროექტზე იმუშავა.

როგორც კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი, თიბისი კონცეპტის სივრცე მუდმივად მასპინძლობს ცნობილ თუ დამწყებ ხელოვანებთან შეხვედრებს. თიბისი არსებობის 30 წლის მანძილზე, არაერთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი და მხარდამჭერი გახდა, რომელთა მეშვეობითაც ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების პოპულარიზაციას ეწყობა ხელი. ხელოვანებთან შეხვედრები კი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023