საზოგადოება
11/11/2021

შემცირებული ფრაქციები და მეტი მოადგილე საკრებულოებში - გავლენა ბიუჯეტზე

მუნიციპალიტეტებში საკრებულოს თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპი შეიცვლება. ცვლილებას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. 

კანონპროექტით თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა იზრდება, თუმცა მცირდება ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა, რაც პროექტის ინიციატორების განმატებით, თანამდებობის პირების რაოდენობას შეამცირებს. ინიციატორების თქმით, ცვლილება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კლებას გამოიწვევს.    

კანონპროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არ ექნებათ, ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. 

კანონპროექტით იზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა. მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა 100000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე. კანონპროექტის თანახმად კი, საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. 

მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო ფრაქციაში 9 წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე, კანონპროექტით, ფრაქციის თავმჯდომარეს 1 მოადგილე ეყოლება, ხოლო დამატებითი მოადგილე ფრაქციაში ყოველ 5 წევრზე ეყოლება. 

"კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კლების კუთხით, რადგან კოდექსის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შექმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას, შესაბამისად გამოირიცხება მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, საერთო ჯამში შემცირდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023