საზოგადოება
02/02/2022

შოთა ბურჯანაძე: როგორც "მწვანე პასპორტი", ისე ყველა რეგულაცია გასაუქმებელია

რესტორატორთა ასიცოაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ "მწვანე ბარათმა", იმ ფორმით, როგორც არსებობდა, ვერ იმუშავა და იყო ფორმალობა. 

მისი თქმით, "მწვანე ბარათთან" ერთად, სხვა რეგულაციებიც გასაუქმებელია. პანდემიური სიტუაციის გასაუმჯობესებლად კი, იმუნიზაციის პროცესია გასაძლიერებელი. 

შოთა ბურჯანაძე აქვე დასძენს, რომ იმუნიზაციის პროცესზე დადებითად 200 ლარიანმა წახალისებამ იმოქმედა. 

"მწვანე პასპორტს" იდეის გაჟღერებიდანვე ვუჭერდი მხარს, ამ პროექტის განხორციელებაშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რომ "მწვანე პასპორტი" მხოლოდ ფურცელზე დაწერილი აღმოჩნდა. მაშინვე ვთქვი, "მწვანე პასპორტი", ასეთი ფორმით მიღების შემთხვევაში, რამდენიმე ხანში აღარ იარსებებს, რადგან კონტრპროდუქტიული იქნება. მან უბრალოდ ვერ იმუშავა.

დღეს, ვირუსის გავრცელების არეალი და შესაძლებლობა იმდენად დიდია, რომ მას ვერაფერი ვეღარ აკავებს. როგორც "მწვანე პასპორტი", ისე ყველა რეგულაცია, გასაუქმებელია. ეს უბრალოდ არ მოქმედებს. როდესაც პანდემია დაიწყო, მანქანაში 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლებოდა, ეს რეგულაცია ავტომატურად გაუქმდა, რადგან არაფრის მომტანი არ იყო", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

მისი თქმით, "მწვანე პასპორტის" იმ ფორმით არსებობით, რეალურად უსაფრთხო გარემო არ იქმნებოდა და იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორი.

"მწვანე პასპორტის" მიღებით, სარესტორნო წარმომადგენლებმა ბენეფიტი მიიღეს. მათთან მისული სტუმრები თავს უსაფრთხოდ თვლიდნენ, ოღონდ ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მიმსვლელი ვალდებული იყო "მწვანე პასპორტი" წარედინა, დამხვედრს კი, ამის ვალდებულება არ ჰქონდა - ეს ხომ უსაფრთხო ზონა არ არის?", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

შეგახსენებთ, "მწვანე ბარათი" ქვეყანაში 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა, თუმცა მის ფორმასთან დაკავშირებით პროტესტი თავიდანვე გამოითქვა. მუდმივი ე.წ. მწვანე სტატუსი იმ პირებსაც ენიჭებოდათ, ვისაც კორონავირუსი ერთხელ მაინც ჰქონდათ გადატანილი. შესაბამისად, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეს ფორმა უსაფრთხო გარემოს შექმნას ხელს ვერ შეუწყობდა. 

განსაზრულ ადგილებში, "მწვანე ბარათით" შესვლა შეეძლოთ იმ პირებს, რომლებიც იყვნენ სრულად ვაქცინირებულები, ან ჩატარებული ჰქონდათ ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი. 

ხშირად მიდიოდა დისკუსია "მწვანე ბარათის" ფორმის გადახედვაზე და უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენიმე დღის წინ საკოორდინაციო საბჭომ ის საერთოდ გააუქმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023