საზოგადოება
25/10/2021

სიგარეტის პრომო აქციისთვის 5 000 ლარით, შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებიც დაჯარიმდნენ

სიგარეტის პრომო აქციისთვის, შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებიც დაჯარიმდნენ. 

საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ამზადებს, რომელიც პარლამენტს წარედგინება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, 5 000 ლარიანი ჯარიმა დაწესებულია პრომო აქციის ორგანიზატორისათვის, ახალი ცვლილებით კი, ორგანიზატორთან ერთად დაჯარიმდება ფართის დამთმობიც (სავაჭრო ობიექტი). 

გარდა ამისა, იგეგმება ჯარიმის გაზრდა სკოლებიდან და ბაღებიდან თამბაქოს ნაწარმის გაყიდვაზე. 

არსებული კანონმდებლობით, ამ დარღვევაზე არის 150 ლარიანი ჯარიმა. "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მიიჩნევს, რომ ჯარიმის ეს ოდენობა ობიექტებისთვის შემაკავებელი არ არის, შესაბამისად ცვლილებით ჯარიმა 500 ლარამდე გაიზრდება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023