საზოგადოება
13/10/2021

Sinopharm-ით და Sinovac-ით ვაქცინირებულებს Pfizer-ით აცრა უკვე შეუძლიათ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით, Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილ პირებს შეუძლიათ დამატებით Pfizer–BioNTech ვაქცინით აიცრან. შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილება უკვე ძალაშია. 

ასეთ შემთხვევაში Pfizer-ით აცრა შესაძლებელია შემდეგი წესით: 

ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს. ასეთ შემთხვევაში პირმა ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, ან მოწვევა, ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ. 

გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც პირველი აცრა ჩაუტარდათ სინოფარმის ან სინოვაკის ვაქცინით, შემდგომ ორსულობის დადგომის შემთხვევაში მეორე აცრა ჩაუტარდებათ Pfizer–BioNTech ვაქცინით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023