საზოგადოება
27/12/2021

სოციალურად დაუცველები ძირითადად კერძო სექტორში დასაქმდებიან

შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველები ძირითადად კერძო სექტორში დასაქმდებიან. 

როგორც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა დასაქმების მიმართულებით მუშაობს, კონცეფცია შემუშავებულია, დეტალები კი, საზოგადოებას 2022 წლის დასაწყისიდან ეცოდინება. 

"უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველები კერძო სექტორში დასაქმდნენ. მაგრამ, კერძო სექტორი თუ მოსახლეობის დიდი რაოდენობის დასაქმებას ვერ მოახერხებს, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამუშაოების დაორგანიზებასაც. ეს იქნება როგორც მუნიციპალურ დონეზე, ისე სხვადასხვა სამინისტროს მიმართულებით. უკვე მუშაობენ სამინისტროები ამ მიმართულებით, თუ კონკრეტულად რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება.

მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია განათლების და უნარების კომპონენტი, ამ პროცესში განათლების სამინისტროა ჩართული. ახლახანს იყო ახალი სააგენტოს პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უნარების გაზრდას გულისხმობს. ეს არ არის მხოლოდ ფორმალური განათლება, პროფესიული, ან უმაღლესი, არამედ ჩვენ გვჭირდება ხშირ შემთხვევაში კონკრეტული უნარები და გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, ან კვალიფიკაციის ჩამოყალიბება კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023