საზოგადოება
17/02/2022

"სოციალურად დაუცველები გამოცდილებას დააგროვებენ და კერძო სექტორში დასაქმებას შეძლებენ"

სახელმწიფო სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მიზნით პროგრამას იწყებს. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ისინი სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებზე გამოცდილების დაგროვებას და შემდეგ უკვე კერძო სექტორში დასაქმებას შეძლებენ. 

"სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა პირველ რიგში პასუხობს ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას, რომელსაც გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. დაახლოებით 200000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველია ქვეყანაში. შესაბამისად, მათ შეუძლიათ სამსახურის დაწყება. დღეს არსებული რეგულაციებით, არის რისკი, რომ მათ დაკარგონ სოციალური დახმარება. შესაბამისად, ამ პროგრამის მიზანია, რომ ასეთი ტიპის ბარიერები მოიხსნას, მათ მიეცეთ შესაძლობა, დასაქმდნენ მათ შორის კერძო სექტორში ისე, რომ მათ არ შეუწყდეთ სოციალური განაცემები მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მეორეს მხრივ, სახელმწიფო შემოდის ამ პროექტში და იწყებს პროგრამას, რომლის მიხედვითაც ეს პირები შეძლებენ კონკრეტული შემოთავაზებულ სამუშაოებზე დასაქმებას, დამატებით, გარდა იმ სოციალური დახმარებისა, რასაც ისინი დღეს იღებენ, მიეცემათ 300 ლარის ოდენობით ხელფასი. ეს ერთის მხრივ საშუალებას მისცემთ მათ, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. მეორეს მხრივ, ისინი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მიიღებენ მონაწილეობას. ეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაა. ნაწილობრივ ისინი საქმდებიან კერძო სექტორში, ან დასაქმებულები არიან სოციალურ სამსახურებში და რაღაც პერიოდის შემდეგ გადაინაცვლებენ კერძო სექტორში. ამ პროგრამის დაფინანსება მოხდება იმ სოციალური განაცემების ბიუჯეტიდან, რომელიც გვაქვს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოინახება დამატებითი რესურსები", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. 

შეგახსენებთ, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდება. მათ 4 წლის განმავლობაში სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ, ამასთან, ხელფასის სახით მიიღებენ 300 ლარს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023