საზოგადოება
31/01/2022

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა უკვე შემუშავებულია. მომავალ კვირას კი, მისი პრეზენტაცია გაიმართება. 

"ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულების წახალისების მიზნით, 2022 წელს ბევრი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უფრო მეტად შევძლოთ მოსახლეობის დასაქმება, რომელიც არის სიღარიბის დაძლევის გზა. 2021 წლის ბოლოს საზოგადოებასთან გვქონდა კომუნიკაცია, როდესაც ვსაუბრობდით ე.წ. საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებში ათეულობით ათას დამატებით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ. პროგრამა უკვე დასრულებულია და პრეზენტაცია მომდევნო კვირაში შედგება. დასაქმების სტიმულირებისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ბიძგი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023