საზოგადოება
15/04/2023

სტარტაპ სოციალური საწარმოებისთვის კონკურსი ჩატარდება

სტარტაპ სოციალური საწარმოებისთვის კონკურსი ჩატარდება. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე პროექტის მენეჯერმა, ქრისტინე კანდელაკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მონაწილეობა შეუძლია ყველა სტარტაპ ეტაპზე მყოფ სოციალურ საწარმოს ან საინიციატივო ჯგუფსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც სოციალური საწარმოს იდეა აქვთ და სურვილი, რომ განავითარონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი იდეა.

„კონკურსი არის ორ ეტაპიანი. პირველ ეტაპზე ვიღებთ იდეების განაცხადებს, რის შემდეგაც კომისია შემოსული განაცხადებიდან აარჩევს 8-დან 10-მდე იდეას. მეორე ეტაპი  ინტენსიური ტრენინგ პროგრამისგან შედგება, რომელიც სიღრმისეული ინფორმაციის მიღებას, ფინანსების დაგეგმვას, მარკეტინგსა და ა.შ მოიცავს.“ - აცხადებს კანდელაკი.

პროგრამა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.  შერჩეული 8-10 იდეა ტრენინგების პროცესში დაიხვეწება, რის შემდეგაც მონაწილეები კომისიასთან ბიზნეს გეგმის საბოლოო ვერსიას აგზავნიან.

აღსანიშნავია, რომ შერჩეული განცხადებებიდან მხოლოდ 4 ან 5 ბიზნეს იდეა დაფინანსდება. ჯამურად თითოეული იდეის დასაფინანსებლად 16 ათასი ევროა გამოყოფილი, თუმცა კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა სტარტაპმა მოთხოვნილი ბიუჯეტის 10%-იანი თანადაფინანსება წარადგინოს. 

კონკურსი ევროკავშირის დაფინანსებით ტარდება და განცხადებების მიღების ბოლო ვადა 20 აპრილია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023