საზოგადოება
08/08/2023

"სტიქიის ზონაში 90-მდე მძიმე ტექნიკა 8 ძირითად მდებარეობაში აგრძელებს სამუშაოებს"

„90-მდე მძიმე ტექნიკა მუშაობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. ტექნიკა დაემატება, რათა სამძებრო სამუშაოებისთვის არეალი გაფართოვდეს. ამ ეტაპზე 8 ძირითად ლოკაციაზე ვმუშაობთ, მოხერხდა წყლის ხიდის ქვეშ გადაგდება, რამაც სამუშაო არეალის გაფართოების საშუალება მოგვცა.“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული შეკრების შემდეგ განაცხადა.
 
მინისტრის თქმით, მაშველების ზედამხედველობით და მითითებით, შველა-ძიების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მთავარი ძალისხმევა ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზეა მიმართული. თუმცა, სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ჩამოწოლილი მეწყერის მიწის მასის შემადგენლობა.
 
„მაშველები, ჯარი, ყველა ის ადამიანი, ვინც პროცესშია ჩართული, ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე, აღნიშვნის ღირსია საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიები და თითოეული ის ოპერატორი, რომელიც მძიმე ტექნიკაზე მუშაობს, დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ავლენენ და არსებულ რთულ პირობებში ახერხებენ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას. რა თქმა უნდა, სამუშაოები გრძელდება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზრდება“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
 
საძიებო სამუშაოების შედეგად, დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მინისტრის თქმით, სტიქიის არეალში მძიმე ტექნიკისა და ფიზიკური ძალის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023