საზოგადოება
18/10/2021

თამარ გაბუნია: ბიზნესმა ვაქცინაციის საკითხი უფრო მეტად უნდა წამოწიოს 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ბიზნეს სექტორს მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესში უფრო მეტად ჩაერთოს. 

"მნიშვნელოვანია, ბიზნეს სექტორმა ვაქცინაციის საკითხი კიდევ უფრო მეტად წამოწიოს წინ. ჩვენის მხრივ მზად ვართ, ბიზნეს სექტორს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ვაქცინაციის პროცესი მათთვის წარიმართოს მარტივად. ადგილზე მივიდეთ, დრო შევურჩიოთ, ეს კეთდებოდა და ამაზე ბიზნესის მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება იყო, მაგრამ ესეც ძალიან მინელდა ბოლო დროს",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება მწვანე საშვს, მისი თქმით, ეს მისაღები უნდა იყოს როგორც ბიზნესისთვის, ისე საზოგადოებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი აღსრულების პროცესში სერიოზული ხარვეზებია მოსალოდნელი.

"ჯერ კიდევ გვაქვს რესურსი, დაახლოებით 30% არავაქცინირებული პირები დაექვემდებარებიან პოზიტიურ ზეგავლენას და ბიზნეს გარემოში გარკვეულ წახალისებას, იმისთვის, რომ აიცრას. შემდეგ უკვე ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ მწვანე საშვის მექანიზმთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023