საზოგადოება
22/02/2022

თამარ გაბუნია: კოვიდ სასტუმრო აღარ ამართლებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ომიკრონის" შემთხვევაში ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდის გათვალისწინებით, ეფექტიანობის, ასევე ხარჯთეფექტურობის კუთხით, კოვიდ სასტუმრო თავის არსებობას აღარ ამართლებს. 

"ბოლო პერიოდში 150 000-დან 200 000-მდე აქტიური შემთხვევა იყო, რომელსაც ჯანდაცვის სექტორი მართავდა, აქედან დაახლოებით 3 000-მდე სარგებლობდა კოვიდ სასტუმროთი, რაც ძალიან მცირე პროცენტია იმ მოსახლეობის, ვინც დღეს აქტიურად იმართებოდა ბინაზე. კოვიდ სასტუმროს მოდელი შეიცვლება და გადავალთ სრულად სათემო მოვლაზე, რაც ბევრი ქვეყნისთვის მისაღები მოდელია. 

საქართველოში კოვიდ სასტუმროების ასეთი ინტენსიური გამოყენება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო "დელტა" შტამის და პირველი, ძალიან მძიმე ტალღის დროს, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში. ახლა საკმარისი საწოლფონდია, რომ საჭიროების შემთხვევაში მართვა მოხდეს ჰოსპიტალურ სექტორში", -აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, მარტიდან კოვიდ სასტუმროები უქმდება. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023