საზოგადოება
02/03/2021

თამარ გაბუნია: მჯერა, Covax-ი საკუთარ რეპუტაციას რისკის ქვეშ არ დააყენებს

Pfizer-ს და Covax-ს არასდროს უთქვამს, რომ თებერვალში შეპირებული ვაქცინის დოზები, დაიგვიანებს. აქ საუბარი იყო მხოლოდ 2 ან 3-კვირით გადავადებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გადაცემა” ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა.

“უნდა დაველოდოთ და გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ეტაპობრივად ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. Ვფიქრობ, ვაქცინა არ დააყოვნებს. საკმაოდ სერიოზული რეპუტაცია აქვს Covax-ს მსოფლიოს მასშტაბით და თვითონვე არ დააყენებენ ამ რეპუტაციას რისკის ქვეშ. მჯერა, Covax მაქსიმალურად შეეცდება, რომ ვაქცინის მოწოდების პროცესი არ შეფერხდეს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინა იმას არ ნიშნავს, რომ დადგენილი რეგულაციები არ დავიცვათ. თითოელმა მოქალაქემ და ბიზნეს სექტორმა უნდა გაითავისოს ის ვალდებულება, რაც მათ აკისრიათ. მოხარული ვარ, რომ ბიზნესი საკმაოდ კარგად ართმევს თავს ამ ყოველივეს. ამაში მათ ასევე ეხმარებათ გაფართოუბლი ტესტირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს შეუძლია თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტაროს. მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში ამ რიცხვმა 25 000-ს მიაღწია,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინის ჩამოსვლამდე, არ არის გამორიცხული, რომ კოვიდინფიცირებულების რაოდენობამ მოიმატოს, თუმცა გაბუნია ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი მზად არის ამისთვის.

“იანვრის ბოლოს, ჩვენ მობილიზებული გქვონდა დაახლოებით, 8 000 საწოლი, შემდეგ საწოლების ნაწილის დემობილიზაცია მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, 5 000 საწოლია მობილიზებული. იმის საშიშროება არ არსებობს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს. თუმცა, თუკი ყველა ჩვენგანი გავითავისებთ და დავიცავთ წესებს, შევამცირებთ მობილობას და მაქსიმალურად გავუფრთხილდებით როგორც საკუთარ, ასევე სხვების ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არა თუ მოიმატებს, არამედ თანდათან კლების ტენდენცია იქნება. რა თქმა უნდამ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ვაქცინაცია,“ - განაცხადა გაბუნიამ.

იმისთვის რომ თუ კი დაგვჭირდება, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია. პირადი დაცვა და ბიზნეს სექტორში წესების დაცვა ზალიან მნიშვმნეკლოვანია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023