საზოგადოება
22/02/2022

თამარ გაბუნია: პანდემიიდან გადავალთ ენდემიურ გავრცელებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პანდემია მწვავე ფაზის დასრულებისკენ მიდის. 

"მსოფლიოს აქვს მოლოდინი, რომ პანდემიური მდგომარეობიდან ჩვენ გადავალთ ეპიდემიის ენდემიურ გავრცელებაზე, რასაც თავისი წესები დასჭირდება ქვეყანაში მისი შეკავებისთვის. ამ წესებს შორის ბუნებრივია პირველი იქნება ისევ ვაქცინაციის პროცესი, რადგან სტაბილიზაციის ფაზა შევინარჩუნოთ. საკმარისი იმუნური ფენა უნდა გვქონდეს, რაც მიიღწევა ვაქცინაციის შედეგად, ბუსტერდოზა ეფექტურია, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის. რა თქმა უნდა იმუნიტეტზე ასევე მოქმდებს გადატანილი ინფექცია, მაგრამ ის შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს. ამდენად, ისევ ვაქცინა რჩება ჩვენთვის მთავარი ინსტრუმენტი. სამომავლოდ ახალი შტამების გავრცელების რისკები არსებობს, რასაც თვალს ვადევნებთ და შესაბამისი რეაგიერბა გვექნება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023