საზოგადოება
15/02/2022

თამარ გაბუნია: პიკი დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა კვირის სამშაბათთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში, პიკი დაღმავალი ფაზისკენ წავიდა. 

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან 6 000-ზე მეტო დაკავებულია. 1300 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და 293 რეანიმაციულ განყოფილებაში.

"პაციენტების ნაწილი, რომელიც დღეს კლინიკებში რჩება, დეკემბრის ბოლოს-იანვარში დაინფიცირებულია, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისევ "დელტა" შტამთან, რაც შედარებით რთულად მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში 19 049 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან შედარებით მიუთითებს იმას, რომ პიკი შედარებით დაღამავალ მიმდინარეობაში გადავიდა, რაც რა თქმა უნდა პროგნოზულად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება",- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023