საზოგადოება
08/02/2022

თამარ გაბუნია: პიკურ ფაზაში ვართ

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა პიკურ ფაზაშია, თუმცა შემთხვევების დიდი ნაწილი ხასიათდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით, რაც ბინაზე მართვას ექვემდებარება. 

მისი ინფორმაციით, ოჯახის ექიმები 153 ონლაინ კლინიკაში მართავენ კოვიდინფიცირებულებს ბინაზე. 

"პიკის ფაზაში ვართ. შევხედოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პიკი და როდის გვექნება იმის სურათი, რომ დაიწყოს ინფექციამ უკან დახევა. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ დაკვირვების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დღეს პიკურ მაჩვენებელზე დაბალია, საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი, ასე, რომ ჩვენ ორივეს ერთად უნდა დავაკვირდეთ. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას, იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით მიდის ეპიდემია, როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევას და ინფექციის შემთხვევების შემცირებას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას.

"ვაქცინაცია რჩება მთავარ ინსტრუმენტად, იმისთვის, რომ მოხდეს გავრცელების პრევენცია. გრძელდება წახალისების პროგრამა 50 წლის ზემოთ პირებისთვის, როგორც ბუსტერდოზაზე, ასევე პირველად აცრებზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

50 წლის ზემოთ პირები, პირველი დოზით ვაქცინაციის შემდეგ 200 ლარიან დახმარებას იღებენ, ბუსტერდოზაზე კი, 100 ლარს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023