საზოგადოება
04/11/2021

თამარ გაბუნია: სანამ "მწვანე ბარათზე" ბიზნესი მზაობას არ გამოთქვამს, ეს იქნება ფორმალობა 

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე "მწვანე ბარათის" გამოყენების წესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წინადადებები განიხილა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა. 

რაც შეეხება "მწვანე ბარათის" კონცეფციას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს არის არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა, რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან პისიარ ტესტირება 72 საათიან რეჟიმში და ასევე, გადატანილი ინფექცია 14 დღიდან ექვსი თვის ინტერვალში.

"ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს, რომ პირი შეიძლება, უსაფრთხოდ ჩაერთოს ბიზნეს ან სოციალურ აქტივობებში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, "მწვანე ბარათის" ამოქმედებამდე ყველა პირობა უნდა შეიქმნას, რომ აღსრულების ნაწილში არ იყოს შეფერხება. 

"ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, საუბარი მაქვს "მწვანე ბარათის" მექანიზმზე, ასევე მნიშვნელოვანია ყველა პირობა იყოს შექმნილი, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს გარკვეული სახით ფალსიფიცირება, გაყალბება სერტიფიკატის ნაწილში და მეორე, დარღვევა წესის, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ. ამდენად, ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა "მწვანე ბარათის" გარეშე, ვერაფრით მოხვდება იმ გარემოში, რომელშიც ბიზნესაქტივობა წარმოებს და ასევე, არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ამდენად ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა და როგორც კი გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "მწვანე ბარათის" მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი. 

"მწვანე ბარათის" მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცეს, როგორც მომხმარებელს, ასევე დამსაქმებელს და დასაქმებულს, რომ თუ მათ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, ახლა აიცრან.

"მწვანე საშვის" მექანიზმი არ არის ერთადერთი და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი ეს მექანიზმი ამოქმედდება, არც ერთ ქვეყანაში ეს არ მომხდარა და არც ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 000 აცრას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ კიდევ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე ვაქცინაცია ვერ გადაწყვიტა. რა იქნება "მწვანე ბარათის" მოსალოდნელი შედეგი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ყველაფერი არის ქვეყნის სპეციფიკიდან, მოსახლეობის მოლოდინებიდან და განწყობებიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023