საზოგადოება
18/01/2022

თამარ გაბუნია: თურქეთის ბაზრის გახსნა კონკურენციის დამატებით სტიმულს შექმნის 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნა საქართველოში კონკურენციის დამატებით სტიმულებს შექმნის. 

"თურქეთიდან წამლების შემოტანა ისედაც ხდებოდა ინდივიდუალურად, ფორმა 100-ის მეშვეობით. მნიშვნელოვანია, ეს ნაკადი მოხვდეს სისტემურ ჩარჩოში და ჩვენ გვქონდეს მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ მარეგულირებელმა შეაფასოს, შეამოწმოს, რეგისტრაციის საშუალება მისცეს და შემდეგ დაუშვას ეს ხარისხიანი და შედარებით დაბალფასიანი მედიკამენტები ბაზარზე. ასევე, თურქეთის მწარმოებლების საქართველოში შემოსვლის პესპექტივა შექმნის კონკურენციის და ხარისხის დამატებით სტიმულებს, რაც, ვფიქრობ, იქნება წამახალისებელი და გამაძლიერებელი ჩვენივე ბაზრისთვის და იმ ძირითადი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი დამხმარე საშუალება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

შეგახსენებთ, მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა. შესაბამის დადგენილებას ხელი უკვე მოეწერა. პრემიერ-მინისტრმა ბაზრის გახსნის თაობაზე გუში, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში თურქეთიდან ხარისხიანი და იაფი მედიკამენტები შემოვა. გარდა ამისა, მედიკამენტების ფასის და ხარისხის კონტროლის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იგეგმება. კანონპროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023