საზოგადოება
27/09/2023

"თბილისის გასტრო კვირეული" უკვე მეორედ, 1-7 ოქტომბერს ჩატარდება

"თბილისის გასტრო კვირეული" უკვე მეორედ, 1-7 ოქტომბერს ჩატარდება.

როგორც "თბილისის გასტრო კვირეულის“ ორგანიზატორი, ირაკლი ნადარეიშვილი გადაცემა "ბიზნეს პოსტთან" აცხადებს, ფესტივალზე ცნობილი საერთაშორისო შეფები მონაწილეობენ, რომლებიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელები არიან ან სხვადასხვა დაჯილდოებების შედეგად, გასტრონომიულ სფეროში აღიარება აქვთ მოპოვებული.

"კვირეული ორ მიმართულებად იყოფა. ერთი არის ვახშმების სერია და მეორე, რომელიც ბოლო დღეს, 7 ოქტომბერს ტარდება. ეს  უფრო მასშტაბური ღონისძიება იქნება, სადაც ქართველი და უცხოელი შეფები პრეზენტაციას წარადგენენ და კერძებს მოამზადებენ,"-აცხადებს ნადარეიშვილი.

გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებლის, ესმა კუნჭულიას განმარტებით, ფესტივალზე 11 შეფ-მზარეული საზოგადოების წინაშე წარსდგება და კერძების ნაირსახეობას ერთობლივად მოამზადებენ. თუმცა, მენიუში კონკრეტულად რომელი კერძები იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

"ეს კვირეული ერთგვარი ხიდია, რომ ევროპა და საქართველო გასტრონომიული კუთხითაც ერთმანეთს დაუკავშირდნენ. სწორედ ასეთი ღონისძიებები ქვეყანას ეხმარება, რომ გასტროტურიზმის კუთხითაც მეტად განვითარდეს,“-განაცხადა კუნჭულიამ.

რაც შეეხება სიახლეებს, ფესტივალზე წინა წლისგან განსხვავებით, ახალგაზრდა შეფების კონკურსი დაემატა, რომელიც ბოლო დღეს, 7 ოქტომბერს ჩატარდება.

შესარჩევი ნაწილი უკვე ჩატარებულია და ქართველმა შეფებმა სამი ფინალისტი გამოავლინეს, საიდანაც ამჯერად უცხოელი შეფები გამარჯვებულს გამოავლენენ. გამარჯვებული მონაწილე კი, ნადარეიშვილის ინფორმაციით,პორტუგალიაში 1 თვით გაემგზავრება, სადაც 2 მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს.

ცნობისთვის, "თბილისის გასტრო კვირეული“ პირველად, 2022 წელს ჩატარდა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023