საზოგადოება
13/09/2023

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 100-ზე მეტი მოზარდი მომსახურების გარეშე რჩება.

საუბარია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრზე, სადაც თბილისის მერიის "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის" პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას იღებს 82 ბენეფიციარი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი  იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა.

იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწვეტა.

აღსანიშნავია, რომ მერიის პროგრამით მომსახურება, ჯამში, 1 850 ბავშვს და მოზარდს უფინანსდება,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023