საზოგადოება
09/06/2022

ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება

ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება. ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა. ამ ეტაპზე პროექტს გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში განიხილავენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, პირველადი ჯარიმა იგივე დარჩება, 50 ლარი, სიახლეა განმეორებითობის შემოღება. ამ შემთხვევაში რამდენი იქნება ჯარიმა, ჯერ განხილვის საგანია და ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

"მთავარი მიზანია, ტექნიკური ინსპექტირების საკითხი უფრო ეფექტიანი იყოს. დღევანდელი მდგომარეობით, ჯარიმის სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, არც მიმართვიანობა შემცირებულა. სამწუხაროდ, მანქანების რაოდენობაც იზრდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი ჯარიმის ოდენობა ტექინსპექტირების გავლის საფასურის იდენტურია. ადამიანებს უღირთ, რომ ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად ჯარიმა გადაიხადონ, არ გამოასწორონ მანქანის ტექნიკური ხარვეზი და დაჯარიმდნენ. ძირითადი განხილვის საკითხია განმეორებითობის შემოღება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავცვალეთ პოზიციები. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ეს მესამე შეხვედრა იყო, მომდევნო კვირაში ველოდებით პოზიციების წარმოდგენას, რის შემდეგაც უკვე კანონპროექტს პარლამენტში დავაინიცირებთ. პირველადი ჯარიმა არ გაიზრდება, ისევ 50 ლარის ოდენობით იქნება, თუმცა კანონმდებლობით განისაზღვრება განმეორებითობა", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვას პარლამენტი შემოდგომაზე დაიწყებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023