ფოტო: imcinspection.com
საზოგადოება
09/06/2022

ტექინსპექტირების მოტივაცია - რამდენით გაიზრდება ჯარიმა

ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმა გამკაცრდება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა. პროექტი დამუშავების პროცესშია. პარლამენტში მისი ინიცირება რამდენიმე კვირაში იგეგმება, განხილვა კი, შემოდგომაზე დაიწყება.

უცვლელი რჩება პირველადი ჯარიმა, სიახლე კი, განმეორებითობის შემოღებაა.

პერიოდული ტექინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ფიზიკური პირი ისევ 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი, 200 ლარით. 

კანონპროექტის თანახმად, ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში, თუ აღნიშნული კანონდარღვევა ისევ დაფიქსირდება, ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 150 ლარით განისაზღვრება, იურიდიული პირი კი, 300 ლარით დაჯარიმდება. მეორედ ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში, კანონდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის კი, 500 ლარის ოდენობით.

თუ მესამედ დაჯარიმდებით და ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება ისევ არ შესრულდება, 300 და 500 ლარიანი ჯარიმა გასამმაგდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023