საზოგადოება
24/08/2023

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. 5 კმ-იანი მონაკვეთი გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა.
 
წინარეხი-ქვათახევის გზის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის.
 
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. რეაბილიტირდა მდინარე კავთურაზე არსებული ხიდიც. ასევე, მოეწყო ავტოსადგომი მონასტერთან და მიერთებები ადგილობრივ გზებთან, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023