საზოგადოება
09/02/2021

UNDP: მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა საქართველოს წელიწადში 16.8 მლნ უჯდება

გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში მოსახლეობის არასაკმარისი ფიზიკური და სპორტული აქტივობა სახელმწიფოს ყოველწლიურად 16.8 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 18-დან 69 წლამდე მოსახლეობის 82.4% (კაცების 72.2%, ქალების 91.8%) არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით, ხოლო სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% ირიცხება სპორტულ სექციებსა და კლუბებში.

მოსახლეობის დაბალ ფიზიკურ და სპორტულ აქტივობაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორისაა: არასაკმარისი დრო ვარჯიშისთვის, მოტივაციის უქონლობა, მოუწესრიგებელი სპორტული ობიექტები და ღია საჯარო სივრცეებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის პრობლემა, დაბალი შემოსავლები, სპორტული პროგრამების სიმცირე, დაზიანების მიღების რისკი და სხვა.“ ნათქვამია UNDP-ის მიერ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთერთი უმსხვილესი სააგენტო და განვითარების საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა. UNDP-ის წარმომადგენლობა საქართველოში 1993 წელს გაიხსნა და მისი საქმიანობა მოიცავს საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობის რეფორმა, მდგრადი და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, გარემოსდაცვითი მმართველობის ჩამოყალიბება, კონფლიქტის მშვიდობიან გარდაქმნა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023