საზოგადოება
19/06/2020

ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი - გალაკტიონი აქ.ახლა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

19 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პოეტის - ვახტანგ ჯავახაძის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი - ტორესა მოსი იქნება.

სესიის - „გალაკტიონი აქ.ახლა“ ფარგლებში, ვახტანგ ჯავახაძე და ტორესა მოსი პოეტის შემოქმედებაზე და მათ შორის კრებულზე - „არტისტულ ყვავილებზე“ ისაუბრებენ.

გალაკტიონ ტაბიძის ეპოქალურ „არტისტულ ყვავილებს“, რომელიც 1919 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიბეჭდა, გასულ წელს 100 წელი შეუსრულდა. პოეტის რიგით მეორე კრებულში 86 ლექსია დაბეჭდილი და მას ფრანგული სახელწოდება ჰქონდა - „Cran Aux fleurs artistiques“, რაც ასე ითარგმნება – „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“. დღეს კრებული „არტისტული ყვავილების“ სახელითაა ცნობილი და ქართული ლირიკის უმაღლეს მწვერვალად ითვლება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023