საზოგადოება
22/08/2023

ვაკის რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

ვაკის გამგეობა მრავალბინიანი კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს.

კერძოდ, საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება ხუთ მისამართზე დაფინანსდა, ლიფტის რეაბილიტაცია - 66 მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბეების განახლება ექვს მისამართზე დაიგეგმა. რაც შეეხება კორპუსების გადახურვას და წყალსაწრეტი მილების მონტაჟს, დაფინანსდა 23 შესაბამისი განაცხადი. ამხანაგობების მოთხოვნით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 20 მისამართზე დაფინანსდა, სართულშუა ნაპრალების შეკეთება - ოთხ მისამართზე. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 5 651 699 ლარი გამოიყო.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.       

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023