საზოგადოება
31/10/2023

"ვცდილობთ, 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2-3 პროექტი განხორციელდეს, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს"

„არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილს აქვს აზროვნების დიდი შესაძლებლობა, ამიტომ, საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის თანმიმდევრული და რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველა მათგანი ეტაპობრივად შესრულდება,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქში შექმნილი საცობები გამოწვეულია გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განუხორციელებლობით, რომელთა შორისაა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობა.

„რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, ყველა მათგანი იქნება განხორციელებული. ყველა პროექტს აქვს თავისი ეტაპები. ხედავთ, რომ ორი დიდი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ქალაქში - ერთი  არის უნივერსიტეტის  ქუჩაზე, რომელზეც მოძრაობა  ცალმხრივად შეზღუდულია, მეორე - კი წერეთლის გამზირზე. შესაბამისად, ხედავთ, როგორი მდგომარეობაა, როგორ ჭირს გადაადგილება დედაქალაქში.

როგორ  წარმოგიდგენიათ, დღეს რომ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორია იყოს გადაკეტილი და იქ მიმდინარეობდეს სამუშაოები, რა სიტუაცია იქნებოდა ქალაქში? მე ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს და არც იმას ვფიქრობ, რომ მას აზროვნების დიდი შესაძლებლობა აქვს, ამიტომ, ამას საზოგადოებისთვის ვამბობ: დედაქალაქის მერია არის  თანმიმდევრული - ჩვენ რა გეგმებიც გვაქვს დასახული,  რა პროექტებიც გვაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი ეტაპობრივად იქნება შესრულებული. ცხადია, ამასთანავე გვიწევს გარკვეული შეზღუდვები, რადგან  ერთობლივად ამხელა სამუშაოების წარმოება შექმნის უდიდეს პრობლემას დედაქალაქში, მაგრამ ეს ეხება  არა მხოლოდ კერძო ავტომობილების გადაადგილებას, არამედ პრობლემას უქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ამიტომ ვცდილობთ, რომ  ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 2-3 პროექტი იქნას განხორციელებული, რათა ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023