საზოგადოება
24/01/2022

ზურაბ აზარაშვილი: დევნილების ბინებისთვის სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უკვე შერჩეულია. აგრეთვე დაწყებულია მოლაპარაკება სამშენებლო კომპანიებთან, მშენებლობების დაწყების კუთხით. 

რაც შეეხება სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს, მინისტრის ინფორმაციით, ისინი მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, მანამდე კი, შესაძლებლობა აქვთ, ქირით იცხოვრონ, რაც მათ აუნაზღაურდებათ. 

"ასევე თბილისში, რადგან სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებთან დაკავშირებით კრიტიკული მდგომარეობაა, მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არსებული ფასების ფარგლებში, შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში და უკვე მიმდინარე წელს ჩვენ დავაკმაყოფილებთ ამ მოსახლეობას. დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობებით სხვადასხვა ბინები, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას და მშენებლობების დასრულებამდე მათ შეეძლებათ იქ ცხოვრება", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023