საზოგადოება
14/02/2022

ზურაბ აზარაშვილი: პრემიერი ანტივაქსერი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პრემიერი ანტივაქსერი არ არის, რადგან ის ორჯერ ვაქცინირებულია. მან ეს განმარტება პრემიერის ფრაზასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ "ვაქცინა არ მუშაობს". 

ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რა იგულისხმა პრემიერმა აღნიშნულის თქმის დროს -  საქართველოში არსებული ვაქცინები "ომიკრონის" შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, თუმცა იცავს გართულებებისგან. 

"რა თქმა უნდა პრემიერი ანტივაქსერი არ არის. შეუძლებელია იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მას ორი ვაქცინა აქვს გაკეთებული. პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში, ასევე, სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს ზემოთ ასაკის პირებს ეხებათ.  

მან რაც თქვა, ეს იგულისხმა - ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც "ომიკრონის" შემთხვევაში გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. მან თქვა, რომ ინფიცირების დროს ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ იყო ვაქცინირებული", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023