საზოგადოება
17/01/2022

ზურაბ აზარაშვილი: თურქეთის ბაზრის გახსნა მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე შეუმცირებს ხარჯს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნა მოსახლეობას 200-მდე დასახელების მედიკამენტზე შეუმცირებს ხარჯს. 

"ეს არის ის მედიკამენტები, რომელიც ფორმა 100-ით გადმოქონდათ, ძალიან მცირე რაოდენობით. დღეს ეს მედიკამენტები საქართველოში იყიდება, ზოგიერთ შემთხვევაში მარჟები ადის 1000%-მდე. ამ 200 მედიკამენტში არის ისეთი, რაც მაგალითად თურქეთში ღირს 5 ლარი, საქართველოში კი, სხვა ქვეყნის წარმოებული, ზუსტად იგივე მედიკამენტი, იგივე ბრენდით, იგივე დასახელებით იყიდება 10-ჯერ ძვირად", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.  

ჯანდაცვის მინისტრმა აქვე დააკონკრეტა, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა სრულად და არა კონკრეტული მედიკამენტებისთვის. 

"თურქეთიდან იმ GMP-ის სერტიფიკატებით შემოვა მედიკამენტები, რასაც ჩვენ მოვითხოვთ იმპორტიორებისგან. ეს იქნება 200, 500 თუ 1000 მედიკამენტი, ამას უკვე ბაზარი გვაჩვენებს. ჩვენ ბაზარი არ გაგვიხსნია კონკრეტული მედიკამენტებისთვის, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, ისევე როგორც 40-მდე ქვეყანა უკვე გახსნილია 2009 წლის შემდეგ. არავითარი განსხვავებული რეჟიმი არ იმოქმედებს",- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.  

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მედიკამენტებისთვის თურქეთის ბაზრის გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთიდან საქართველოში იაფი და ხარისხიანი მედიკამენტი შემოვა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023