სოფლის მეურნეობა
10/03/2021

100 მლნ-ით დაზარალებული ქართული მეფუტკრეობა - "ვარვა" ფუტკარს უტევს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფუტკრის ოჯახების დაღუპვით გამოწვეულმა ზარალმა 100 მლნ ლარს მიაღწია, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა.

გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ ზაფხულიდან დღემდე ქვეყანაში 400 000 ფუტკრის ოჯახიდან 50%-ზე მეტი განადგურდა. მიზეზი მავნებელი „ვარვაა“. მავნებელი პირველ ეტაპზე დასავლეთ საქართველოში აქტიურობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდა.  

თემურ ღოღობერიძე ამბობს, რომ მავნებელი საქართველოში დაახლოებით სამოცდაათიანი წლებიდან გამოჩნდს, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ მასთან ბრძოლის ტექნოლოგიები ნაცნობი იყო, „ვარვა“ დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

"ბოლო ოცი წლის განმავლობაში მავნებელმა შეიცვალა ბიოლოგიაც და ქცევაც. შესაბამისად, ჩვენი პარაზიტთან ბრძოლის მეთოდები უკვე მოძველებულია და აუცილებელია დროულად შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ წამლობის მეთოდები. ზიანი საკმაოდ დიდია. პირდაპირი ფუტკრის ოჯახების განადგურებიდან გამოწვეულ ზარალს ემატება ის პროდუქცია რაც ამ ოჯახებს უნდა მოეცათ და ჯამში დაახლოებით 100 მლნ ლარს აღწევს. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა,“ - ამბობს საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ღოღობერიძე.

მავნებელი „ვარვას“ წინააღმდეგ გაერთიანება აქტიურ კამპანიას აწარმოებს, თუმცა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, მათი რესურსები საკმარისი აღარ არის და საჭიროა პროცესების მართვაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაერთოს.  

„მარტო ჩვენი ძალისხმევა საჭირო შედეგის მისაღებად საკმარისი არ არის. ვცადეთ, კორონავირუსის გააქტიურებამდე ჩავატარეთ კონფერენცია ასევე ვატარებთ ონლაინ  შეხვედრებს ყოველვირეულად, თუმცა ეს საკმარისი არ არის. საქართველოში დაახლობით 10 000-მდე მეფუტკრეა და ამ შეხვედრებს 200-მდე მათგანი ესწრება მხოლოდ. ჩატარებული სემინარის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანისთვის დეტალები მაინც გაურკვეველი დარჩა. ჯამში ქვეყანაში არსებული 400 000 ფუტკრის ოჯახიდან თითქმის ნახევარი უკვე განადგურდა. ეს როგორც ფინანსური  კუთხით არის მნიშვნელოვანი კრიზისი ასევე პრობლემებს ქმნის იმ მცენარეებისთვის რომელიც დამტვერვის გზით მრავლდება. აუცილებელია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებელთან ბრძოლის საკითხში აქტიურად ჩაერთოს,“ - ამბობს თემურ ღოღობერიძე.

აღსანიშნავია, რომ მავნებლის გარდა 2020 წელს მეფუტკრეები პანდემიამაც დააზარალა. შემცირებული მოთხოვნი ფონზე თაფლის საბაზრო ღირებულება თითქმის 25%-ით შემცირდა.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023