სოფლის მეურნეობა
05/10/2023

"100 სანერგე მეურნეობიდან, კვალიფიციური სანერგის სტატუსი ამჟამად დაახლოებით 30-ს აქვს"

სანერგე მეურნეობებისთვის 2024 წლის ივნისიდან, სანერგე მასალების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, სახელმწიფომ მათ დააკისრა ვალდებულება, რომ მეურნეობებისათვის ვალდებულებების გაეცნოთ და დაეტრენინგებინათ.

მისივე ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში ვალდებულებებს სულ 100 სანერგე მეურნეობა გაეცნო, საიდანაც ჯამში დაახლოებით 30-მა სანერგე მეურნეობამ მიიღო კვალიფიციური სანერგის სტატუსი.

"ის ფერმერები, რომლებიც ამ დრომდეც კეთილსინდისიერად საქმიანობდნენ, მათ უფრო მარტივად შეძლეს სერტიფიცირებისათვის საჭირო ვალდებულებების გავლა.

კვალიფიციური სანერგის სტატუსის მისაღებად, მეურნეობებს წელიწადში ორჯერ უწევთ შემოწმების გავლა, შესაბამისად, სტატუსის მქონე მეურნეობების რიცხვი რამდენიმე ერთეულით ხან იზრდება და ხანაც მცირდება,"-განაცხადა ხატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სანერგე მასალების სერტიფიცირება ასოცირების შეთანხმებასაც მოიცავს, რომელიც თითქმის ყველა კულტურას შეეხო, თუმცა პრიორიტეტში მეხილეობისა და მრავალწლოვანი კულტურების მიმართულება მოექცა.

ცნობისთვის, 2024 წლიდან, კერძო სანერგე მეურნეობებისთვის სავალდებულო ხდება სარგავი მასალების სერტიფიცირება. ინიციატივა ევროკავშირის EU4Business პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) უშუალო ჩართულობით.

ეს არის ევროპული CAC (Conformitas Agraria Communitatis) სტანდარტი, კლასიფიკაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად მოხდეს ნერგების წარმოება და გაყიდვა. 

დადგენილება აწესებს სანერგე მეურნეობებისთვის აკრედიტაციის მოთხოვნებს, რომლებიც წარმოებისა და მარკეტინგის პირობებს დაარეგულირებენ მცენარეებისა და მცენარეთა სარგავი მასალებისთვის. დადგენილება ფარავს ორ ძირითად ასპექტს სერტიფიცირების სისტემის დასანერგად: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დაცვას მცენარეთა სარგავი მასალების წარმოების პროცესში და მასალებზე ფიტოსანიტარულ პროცედურებსა და კონტროლს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023