სოფლის მეურნეობა
29/07/2023

6 თვეში, ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში იყო წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ქართული ღვინის მწარმოებელი სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო მარნის პროდუქცია წარდგენილი იყო აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ჩინეთში, პოლონეთში, დიდი ბრიტანეთში, სამხრეთ კორეასა და დანიაში. ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიცაა: „VinExpo Paris“, „Foodex Japan“, „Vinexpo New York“, „ProWein“, „The 108th China Food & Drinks Fair“, ”London Wine Fair“, „Seoul Wine and Spirits Expo“ და სხვა.  ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ჯამში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 10 საერთაშორისო გამოფენაზე, 9 ფესტივალსა და 16 დეგუსტაციაზე.  მსგავს გამოფენებში მონაწილეობით, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროდუქცია გააცნონ ღვინის პროფესიონალებს, იმპორტიორებს, სავაჭრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლებს, რაც ქართული ღვინით დაინტერესებისა და გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის 2023 წლის  ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის  ბიუჯეტს.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად აღიარებულია ამერიკის შეერთებულ შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. გარდა სტრატეგიული ბაზრებისა, ქართული ღვინო წარმოდგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები იმართება საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალის სრულად ათვისებისთვის  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, 2023 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხარდაჭერის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაერთო. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მარკეტინგილი ღონისძიებები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და სამხრეთ კორეაშია იმართება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023