სოფლის მეურნეობა
28/06/2023

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

სოფლის განვითარების სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის კოორდინატორი იმედა ალხაზიშვილი, ყვარლის მერი გივი ზაუტაშვილი და სადაზღვევო კომპანიის „თიბისი დაზღვევა“ წარმომადგენლები, ყვარლის მუნიციპალიტეტში,  სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერ დავით ქემოკლიძეს შეხვდნენ და დაზიანებული ვენახი დაათვალიერეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, დავით ქემოკლიძეს 6 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია. დავით ქემოკლიძე ზარალის ანაზღაურების თანხას   42,900 ლარს, სადაზღვევო კომპანიისგან „თიბისი დაზღვევა“ მიიღებს. მან 4,4 ჰა ფართობზე  7,015  ლარის ღირებულების დაზღვევის პოლისის შესაძენად, 30%, გადაიხადა, ხოლო 70%-იანი თანადაფინანსება,   4,911  ლარი სახელმწიფოსგან მიიღო.

„დაზღვევა მინიმუმამდე ამცირებს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობას. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. მოვუწოდებ ფერმერებს, ჩაერთონ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და დააზღვიონ მოსავალი.“- აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა იმედა ალხაზიშვილმა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა პირი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის ვაზზე.

2014 წლიდან ჯამში,  65 ათას ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 150,700-ზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 140 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი; ანაზღაურებული ზარალის ოდენობა 67 მლნ ლარზე მეტია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023