სოფლის მეურნეობა
17/11/2020

აგროპროდუქტებისა და სერვისების კომპანია "ბარაქა" მაღაზიებს ხსნის

პანდემიური კრიზისის ფონზე არსებული რისკების გათვალისწინებით და ამბიციური გეგმებით აგრობაზარს ახალი მოთამაშე ჰყავს. „ბარაქა“ ფერმერთა მომსახურების ცენტრი და ქსელური მაღაზიაა, რომელიც მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალასა და აგრო ტექნიკას სთავაზობს.

წლის ბოლომდე კომპანიის გეგმებშია მაღაზიების გახსნა, რომელიც ფერმერებისთვის მათ პროდუქციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. სავაჭრო ობიექტები ყვარელში, ზუგდიდში, მარნეულსა და გორში განთავსდება. პროდუქციის მიღება კი ფერმერებს საწყობებშიც შეეძლებათ, რომელიც კაჭრეთსა და ქუთაისში მდებარეობს.

„ბარაქა“ ბაზარზე მოსავლის ზრდისა და ფერმერებისთვის უხვი მოსავლის უზრუნველყოფის ამბიციით შემოდის და მათ აგროპროდუქციასთან ერთად გრძელვადიან კონსულტაციას და აგრონომების მომსახურების სერვისს სთავაზობს.

ვაზის მოვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები კომპანიის წარმომადგენლებმა მევენახეებთან და ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად სპეციალურად გამართულ პრეზენტაციაზე განიხილეს. შეხვედრაზე ფერმერებმა „ბარაქას“ ევროპელი პარტნიორების გამოცდილებაც გაიზიარეს.

მევენახეების გარდა „ბარაქას“ პორტფელში ასებული პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაცია მეწარმე ფერმერებმაც მიიღეს. ბრენდის წარმომადგენლებმა მათ ევროპულ მიდგომებსა და მიგნებებზე კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას 40-მდე ფერმერი ესწრებოდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023