სოფლის მეურნეობა
11/08/2023

"ამაყი ვარ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას" - ჯიმი ჩხეიძე

კახეთში, სოფელ უდაბნოს მიმდებარედ 27 ჰექტარ ტერიტორიაზე ნუშის ბაღებია გაშენებული. ნუშის პირველი ნერგები აქ ჯიმი ჩხეიძემ სულ რამდენიმე წლის წინ ჩაყარა და მას შემდეგ პროფესიით აგრონომი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფერმერადაც იქცა.

აგრომეურნეობის ძირითად საფუძვლებსა და წარმოების პროცესებს ჯერ კიდევ მცირე ასაკში, კომპიუტერული თამაშიდან გაეცნო. საკუთარ აგრომეურნეობაზე ოცნებაც ამ პერიოდს უკავშირდება. ამბობს, რომ ბავშვობიდანვე სურდა ჰქონოდა ნამდვილი მიწის ნაკვეთი და ვირტუალურ სამყაროში შექმნილი აგრომეურნეობა რეალობად ექცია. „ეს ბაღი ჩემთვის დღეს არის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი. ამაყი ვარ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას“, – ამბობს ჯიმი ჩხეიძე.

ჯიმი მეურნეობის ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული და საკუთარ ნუშის ბაღის განვითარებასა და სრულყოფაზე ყოველდღიურად ზრუნავს. „10 ათასი ძირი არის ჩემ ბაღში და 10 ათასი ძირის მდგომარეობა ვიცი ზედმიწევნით, ვიცი თითოეულ მცენარეს რა უჭირს“, – ამბობს ის.

ჯიმი ფიქრობს, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს თანამედროვე ფერმერობას. აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს მეურნეობის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნიკა და მცენარეთა დაცვის ხარისხიანი პრეპარატები და რომ სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ევროპული სტანდარტის პროდუქტის შექმნა.

საკუთარ მეურნეობასა და თანამედროვე ფერმერობაზე უფრო დეტალურად ჯიმი ჩხეიძე აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიყვება.

ნახე ჯიმი ჩხეიძის ისტორია

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023