სოფლის მეურნეობა
02/02/2021

ასოციაცია: სანერგე მეურნეობების სერთიფიცირება სექტორის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

2021 წელს საქართველოში თესლის მწარმოებლებისა და სანერგე მეურნეობების გამოფენა გაიმართება, - ღონისძებაზე მეწარმეები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქტებს პირადად გააცნობენ და კოლეგებს მიღწევების და გამოცდილების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ.

გამოფენის მოწყობის ინიციატივა თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციას ეკუთვნის. გაერთიანების განმარტებით, კორონავითარების დასტაბილურების შემთხვევაში პროექტი ზაფხულში განხორციელდება.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გვიჭირს, თუმცა გამოფენის მოწყობა ჩვენს გეგმებში შედის. ეს ორი ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ მიზანი არის, რომ გავზარდოთ საქართველოში ამ მიმართულებით არსებული ხარისხი და მეორე, გავზარდოთ ქართული სანერგე მეურნეობების ცნობადობა.

ადგილობრივი გამოფენის გარდა აქტიურად ვგეგმავთ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებშიც. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ წევრებს წვდომა გავუხსნათ საერთაშორისო ცოდნასა და გამოცდილებაზე,“ - აცხადებს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების კლასტერის მენეჯერი ალექსანდრე საკანდელიძე. 

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ახლადშექმნილი ასოციაცია იმუშავებს სანერგე მეურნეობების სერთიფიცირებაა. ასოციაცაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი სერთიფიცირებული სანერგეების არ არსებობა აგროსექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„დიდი ნაწილი სერთიფიცირებული ნერგების შემოტანა ხდება სხვა ქვეყნებიდან. ამის მიზეზი კი არის ის რომ დღესდღეობით არ არსებობს სერთიფიცირების სისტემა. აუცილებელია ეს პრობლემა გადავჭრათ, რათა ქართული მეურნეობები უფრო სანდო გახდეს და მათ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდოს. სერთიფიცირებული ნერგი ავტომატურად გულისხმობს, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იქნება იმ პროდუქტის ხარისხში რასაც ყიდულობს,“ - განმარტავს ალექსანდრე საკანდელიძე.

საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაცია თავდაპირველად ათ ქართულ კერძო სანერგე მეურნეობას აერთიანებს, თუმცა გეგმაშია სხვა მეურნეობებთან მუშაობა და ამ რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა. პროექტი საქართველოში ევროკავშირისა და FAO-ს ხელშეწყობით ხორციელდება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023