სოფლის მეურნეობა
08/07/2020

ატმის ექსპორტი 40%-ით შემცირდა

ატმის ექსპორტი შემცირებულია. 6 ივლისის მონაცემებით, ატმისა და ვაშლატამას (ნექტარინი) საექსპორტო მაჩვენებელი 1 397 ტონაა, მაშინ როდესაც 2019 წლის ამ დროისთვის უცხოეთის ბაზრებზე 3 624 ტონა ატამი გავიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს, ფასებიც მაღალია და ფერმერებიც კმაყოფილები არიან.

ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი კი 35 ათასი ტონაა. დაბინავების პროცესში 20 სამაცივრო მეურნეობაა ჩართული. ატმის ჩაბარების ფასი 1,00 - 1,50 ლარია, ვაშლატამასი კი, 1,40 – 2,00 ლარი.

სამინისტროს მონაცემებით, პროცესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მოქალაქეები არიან დასაქმებული, საკოორდინაციო შტაბი კი აქტიურად მუშაობს, რათა იმპორტიორებს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონდეთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023