სოფლის მეურნეობა
30/03/2021

აუქციონზე სახელმწიფო 50-მდე სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს გაყიდის

50 სასოფლო-სამეურნეო მიწას კერძო საკუთრებაში გადასაცემად აუქციონის გზით გაიყიდება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მიწის ფართობი ჯამში 706 ჰექტარია, ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო თანხაა 19 374 500 ლარი, მოსალოდნელი ინვესტიციების ჯამური ოდენობა 1 800 000 ლარს შეადგენს.  

თითოეული მიწის ფართობი იწყება 1 ჰა-დან იწყება.

ნათია თურნავას თქმით, იმისთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები უბრალო კაპიტალდაბანდება არ იყოს და განხორციელდეს ინვესტიცია, შეიქმნას სამუშაო ადგილები, 3 ჰექტარზე უფრო მეტ მიწებს საინვესტიციო ვალდებულება მოჰყვება.

3 ჰა-ზე მეტი მიწის შეძენის შემთხვევაში, საინვესტიციო ვალდებულება 1 ჰა-ზე 3 000 -დან 5 000 ლარამდეა.

მიწები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

სამეგრელო -7 ობიექი

გურია - 1 ობიექტი,

იმერეთი - 4 ობიექტი

შიდა ქართლი - 9 ობიექტი

მცხეთა-მთიანეთი - 5 ობიექტი

ქვემო ქართლი - 10 ობიექტი

კახეთი 14 ობიექტი.

“მნიშვნელოვანია განვითარდეს ფერმერული მეურნეობები და ფერმერმა მესაკუთრემ შეძლოს, რომ მოიზიდოს დაფინანსება, მათ შორის საბანკო დაფინანსება, რის საშუალებასაც კერძო საკუთრება იძლევა, თამამად მიიღოს ჩვენს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებში მონაწილეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023