სოფლის მეურნეობა
11/10/2023

"ავთანდილის მეღვინეობა" 2024 წლიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს

"ავთანდილის მეღვინეობა" 2024 წლის გაზაფხულზე ექსპორტზე გასვლას გეგმავს. საორიენტაციო  ბაზარი იტალიაა. 

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა, მათი ორი სახეობის ღვინო, "წარაფი" და "გვიანი მოსავალი" იტალიის ღვინის მაღაზიებსა და ქსელურ მარკეტებში გაიყიდება.

ირომაშვილის ცნობით, კომპანია წელიწადში 3000-4000  ბოთლს აწარმოებს, რაც დაახლოებით 10-15 ტონა ყურძენის გადამუშავებას გულისხმობს.

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიამ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაც შეძლოს,საწყის ეტაპზე, ექსპორტზე წარმოებული პროდუქციის მხოლოდ 20%-ი გავა.

როგორც ირომაშვილი აცხადებს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთანაც, სადაც სატესტო ნიმუშები უკვე გაგზავნილია. ირომაშვილის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლოს პასუხი ცნობილი იქნება.

"მიმდინარე წელს წარმადობის ზრდა დავიწყეთ და ვენახს ეტაპობრივად ვაშენებთ. გვინდა 100 ტონა ყურძნის გადამუშავებამდე მივიდეთ.

ამ ეტაპზე 5 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ესენია, "წარაფი", "ქვევრის რქაწითელი", "საფერავი", "ქვევრის ალადასტური", "ალადასტური ნახევრად მშრალი როზე" და "გვიანი მოსავალი", რომელიც ბუნებრივად მაღალალკოჰოლური ტკბილი სასმელია,"-აცხადებს ირომაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ქსელური მაღაზიების საშუალებით ახდენს, თუმცა, სამომავლოდ, საკუთარი ღვინის ბარის გახსნას გეგმავს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ იდეაა.

ცნობისათვის, "ავთანდილის მეღვინეობა" ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, "ახოები", "საფერავი წარაფი" და "კარდანახი", რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023