სოფლის მეურნეობა
02/09/2020

BAG-ი აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აგრარული სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების კვლევა დასრულდა. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, კვლევა ხაზს უსვამს აგრარულ სექტორში არსებული მეურნეობების გამსხვილებისა და მასშტაბური მეურნეობების შექმნის აუცილებლობას. სექტორში მასშტაბის ეკონომია მიიღწევა მსხვილი ფერმების ჩამოყალიბებით, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს წარმოების მნიშვნელოვან ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. დამატებით კი შესაძლებელი გახდება არსებული საექსპორტო პოტენციალის ათვისება.

აგრარული სექტორის მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ყველაზე მთავარი მიწის ფრაგმენტაციისა და აღრიცხვის საკითხია, რაც ხელს უშლის ქვეყანაში არსებული მიწის რესურსის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნას და შესაბამისად მიწის გამოყენებას.

ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დეფიციტი, რაც აფერხებს ფერმერული მეურნეობების მუშაობას და ამცირებს მოსავლის/პროდუქტის ხარისხსა და მოცულობას.

ასევე, კვლევაში საუბარია არასაკმარისად გამართულ ინფრასტრუქტურასა, მაგალითად, ირიგაციის პროცესის მართვა, და შრომითი რესურსების შეუსაბამო კვალიფიკაციაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასშტაბური და განვითარებაზე ორიენტირებული მეურნეობებისთვის. ადგილობრივ ბაზარზე მაღალი კვალიფიკაციისა და თანამედროვე გამოცდილების მქონე კადრების ნაკლებობის გამო, კომპანიები იძულებული ხდებიან სპეციალისტები საზღვარგარეთ მოიძიონ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადების თანახმად, აგრარული სექტორის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან კვლევით გამოვლენილ მიმართულებებზე ჩართულობა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია დარგის გრძელვადიანი და თანმიმდევრული განვითარებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023