სოფლის მეურნეობა
05/01/2021

ბექა გონაშვილი: 2021 წელი ფერმერებისთვის უფრო დიდი გამოწვევა იქნება

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 2021 წელს ფერმერები უფრო დიდი გამოწევის წინაშე იქნებიან, ვიდრე 2020 წელს იყვნენ.

„აგრო სექტორში არის დარგები, სადაც მეტად იგრძნობოდა პანდემიისგან გამოწვეული სირთულეები. მაგალითად, ხორც-პროდუქტების სექტორისთვის უფრო რთული იყო, რადგან დაიკეტა რესტორენები, სარიტუალო სახლები და ა.შ. თუმცა ეს მსოფლიოშიც ასე იყო, შემცირდა ხორცზე მოთხოვნა. დანარჩენ პროდუქტებზე რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ ყველა სექტორს თავისი გამოწვევბი ჰქონდა. ზოგიერთმა ონლაინ ვაჭრობის საშუალებით შეიმსუბუქა მდგომარეობა. მაგალითად, ბოსტნეულის კულტურებში, პანდემიის მიუხედავად, გაყიდვების შეფერხება დიდად არ იგრძნობოდა. ჩემი აზრით, პანდემიის სირთულეს სოფლის მეურნეობა 2021 წელს იგრძნობს, რადგან HoReCa სექტორი პარალიზებულია და რეალიზაცია ნაკლებია,“ – აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" ბექა გონაშვილი.

ფერმერის თქმით, იმპორტმა იკლო, რადგან იმავე რაოდენობის პროდუქტი აღარაა საჭირო და მოთხოვნას შიდა ბაზარიც აკმაყოფილებს, ეს ადგილობრივ მეწარმეებზე დადებითად აისახა.

„მეორე საკითხია, რამდენად აქვს ხალხს შესაძლებლობა, ფულადი რესურსი პროდუქტის შესაძენად, დოლარის კურსის ცვილელება კი პირდაპირ აისახება პროდუქციის ფასებზე. გაძვირდა ხორბალი, სოიო, ზეთოვანი ნედლეული, მზესუმზირა და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან მზესუმზირა არ იწარმოება ისეთი რაოდენობით, რომ მისგან დამზადებულმა ზეთმა შიდა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს,“– აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023